Thursday, July 28, 2011

famous photographer IURI MECHITOVI

იური მეჩითოვი
ფოტოგრაფი იური მეჩითოვი 1950 წლის 10 მაისს დაიბადა ქალაქ თბილისში. ფოტოების გადაღება 8 წლის ასაკში დაიწყო. გამართული აქვს 20 პირადი და 50 ჯგუფური გამოფენა.ოცნებობს გააკეთოს ეროტიული ფოტოების გამოფენა, რომლის გადაღებაც 1998 წლიდან დაიწყო




გვარით სომეხი, მენტალიტეტით ქართველი, განათლებით რუსი,
''ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს მხატვარმა მარკ პოლიაკოვმა და რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა,
ძალიან მინდა, ვიპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც სერგოზე მოვუყვები, ის კი ამ მონათხრობს წიგნად აქცევს. ამ წიგნით ყველას მოვუყვები, როგორი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ _ შეგირდს და მასწავლებელს.
მე ვარ მასხარა მეფის კარზე, რომელსაც სიმართლის თქმის უფლება აქვს. საზოგადოებას სჭირდება მასხარა... “Я получил эту роль…”




მისი ფოტონამუშევრების პირველი გამოფენა შედგა 1979წ. თბილისში, რასაც მოჰყვა მონაწილეობა ლონდონის, ვენის, ბრატისლავას, ედინბურგის და სხ. გამოფენებში.1983წლიდან არის კინოსტუდია “ქართული-ფილმი”-ს მხატვარი-ფოტოგრაფი.




გადაღებულია 80 იანი წლების  ბოლოს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე.   ეს არის ერთ ერთი გამოვლინება იმ მასობრივ ისტერიის, რომელიც გახდა ჩვენი ერის მუდმივი თანამგზავრი. სურათზე აღბეჭდილი ხალხი უთვალთვალებს ეგრეთწოდებულ UFO (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები unidentified flying Objects),   თუმცა არავის არ შეეძლო ეთქვა,რომ რამე კონკრეტულის მოწმე გახდა.



ამ კაცის ფოტოები ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში დიდ როლს ასრულებს და შეასრულებს მომავალში





























No comments:

Post a Comment